суббота, 28 июня 2014 г.

ტრენინგის დღეები

დღე მე-9
საინტერესო შემაჯამებელი დღე გამოვიდა.განსაკუთრებით თეთრი და შავი  ოპონენტის როლის მორგება მომეწონა. ჯგუფის წევრებთან დავახლოვდი და კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა/
შევაჯამეთ საერთოდ ტრენინგი: სამი ყველაზე დადებითი და ორი უაროფითი მხარე გამოვყავით.  პროექტზე დაფუძნებული სწავლების აქტუალობაში დავრწმუნდი იმედია გამოვიყენებ სწავლა-სწავლების პროცესშიდავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის მიხედვით გეგმაზე მუშაობა
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები და მათი მნიშვნელობა
ვცადეთ საკვანძო კითხვების ფორმულირება
გავიგე გუგლი-დრაივის შესახებ
მოგვეცა საშინაო დავალება

დღე მე-8
დავალების განხილვის შემდეგ გავეცანით ახალ მოდულს.გავიგე როგორ გავუწიო ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებს.ავტვირთეთ ბლოგზე საქაღალდე,რომელიც უნდა შევავსოთ საჭირო შესაბამისი მასალით. მოგვეცა დავალებად: კოლეგის ნაშრომის შეფასება "თეთრი " და "შავი " ოპონენტის პოზიციიდან.


დღე მე-7

გავარჩიეთ საშინაო დავალება:მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისპრეზენტაცია,მივიღე შენიშვნები. გავეცანით როგორ შეიძლება მოსწავლეთა დიფერენციაცია საჭიროებების და ინტელექტის მიხედვით.განვიხილეთ ბლუმი-გარდნერის მატრიცა და მივიღეთ დავალებად გამოვიყენოთ და მოვარგოთ იგი ჩვენს სპრეზენტაციო მასალას. ვისწავლეთბლოგში ვიდეოს ატვირთვა და ფონის შეცვლა. მადლობთ! გვანცა! :)

დღე მე-6
შევამოწმეთ და გავარჩიეთ საშინასო დავალება. გავეცანით ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკებს: შეფასების რუბრიკების და გუგლი დრაივის: გავითავისეთ საავტორო უფლებები დაცვის მნიშვნელობა; ვიწავლეთ საპრეზენტაციო ფაილის რედაქტირება და ბლოგზე ჩაშენება გუგლი დრაივში; მოგვეცა საშინაო დავალება.


დღე მე-4: კიდევ ერთხელ გავითავისე...



  დღე მე-2
  •  გავეცანით ერთმანეთის  საპროექტო იდეებს;
  •  მივიღეთ საინტერესო რჩევა-რეკომენდაციები;
  •  განვიხილეთ ჩეკლისტი;
  •  გავეცანით პროექტის მახასიათებლებს;
  •  მიმოვიხილეთ პუბლიკაციების მიზნობრიობა;
  • ვიმუშავეთ შაბლონებზე და ვისწავლეთ ფოტოების  Google - დან  გადმოტანა ;

 დღე მე-1
 ტრენინგზე მოვედი წარმატებული და აქტიური კოლეგის რეკომენდაციით;  თავიდან დამეუფლა შიში მოსალოდნელი სირთულეების წინაშე,მაგრამ ამ წუთას სიამოვნებით ვასრულებ დავალებას,რადგანაც ძალიან თანმიმდევრულად და მშვიდად ხდება ახსნა.ვისწავლე კომპზე ელემენტარული რაღაცეები (ან იქნებ ვიცოდი და გამოვიყენე :)?) აღარ "მეშინია"
 ძალიან საინტერესოდ მეჩვენა 21-ე საუკუნის  უნარ_ჩვევების შესახებ ინფორმაცია.
 შემდეგ დღეებში იმედი მაქვ სუფრო გაბედულად  ავუწყობ ფეხს ტრენინგის მოთხოვნებს.